UniNavio-ს შესახებ
UniNavio არის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც ქართველ აპლიკანტებს უცხოური უნივერსიტეტებისა და პროგრამების შედარებაში ეხმარება. UniNavio უნივერსიტეტი, მიმღები კომისია ან სავიზო ორგანო არ არის.
რატომ შეიქმნა UniNavio
უცხოეთში სწავლის შესახებ ინფორმაცია ხშირად სხვადასხვა ოფიციალურ გვერდზეა გაფანტული. UniNavio შეიქმნა იმისთვის, რომ აპლიკანტმა პროგრამები ერთ სივრცეში მოძებნოს და შეადაროს, შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღებამდე პირდაპირ ოფიციალურ წყაროზე გადავიდეს.
ვინ ქმნის პლატფორმას
UniNavio დამოუკიდებელი ქართული პროექტია. პლატფორმის კონტენტი მზადდება ოფიციალური წყაროების მოძიებით, მონაცემების ერთ ფორმატში დალაგებით და პერიოდული ხელახალი გადამოწმებით. UniNavio არ არის უნივერსიტეტების ან სახელმწიფო უწყებების ოფიციალური წარმომადგენელი.
მიმდინარე გადამოწმებული კატალოგი
რას ვამოწმებთ
საფასურს, ვადას, ენასა და ძირითად მოთხოვნებს ვამოწმებთ უნივერსიტეტის ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების ოფიციალურ წყაროზე. თითოეულ ჩანაწერში ვაჩვენებთ პირდაპირ წყაროსა და ბოლო გადამოწმების თარიღს.

